მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარდა. აღლუმი 47 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. წითელ მოედანზე ჩაიარეს საბჭოთა ტანკებმა, სარაკეტო კომპლექსებმა და სხვა. არ ყოფილა საჰაერო ნაწილი.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მოსკოვში შვიდი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა - ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი. უზბეკეთი, თურქმენეთი, სომხეთი და ბელარუსი.
სამამულო ომში გამარჯვების აღლუმი ორი წელია უკრაინაში ომის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც რუსეთმა წამოიწყო.
აღლუმზე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ "ომია გაჩაღებული", რაშიც "დასავლელი გლობალისტი ლიდერები" არიან დამნაშავეები. პუტინის მტკიცებით, მათ რუსეთის "დაშლა და განადგურება" სურთ.
"დღეს ცივილიზაცია კვლავ გადამწყვეტ ზღურბლზეა, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული. მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მოსახლეობასაც, უზრუნველვყოფთ საკუთარ უსაფრთხოებასაც", - განაცხადა პუტინმა.